מדיניות החזרים
პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები
ELGA YAKOV
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თქვას უარი ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი.
✔ როგორ ხდება პროდუქტის დაბრუნება?
დასაბრუნებელი პროდუქტის მისამართი:
ქ. თბილისი, დავით გამრეკელის 13
დაბრუნების პროცესი:
✔ მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ელ.ფოსტაზე: info@eyakov.com
ან დაგვიკავშირდეს: +995 598457889
✔ წერილში უნდა იყოს მითითებული:
– შეკვეთის ნომერი
– შეკვეთის თარიღი
– სახელი და გვარი
– საკონტაქტო ნომერი
✔ პროდუქტი უნდა დაბრუნდეს მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
✔ ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
– პროდუქტი დაზიანებულია
– მიწოდებულია არასწორი პროდუქტი
– პროდუქტს აქვს ქარხნული დეფექტი
✔ პროდუქტის მდგომარეობა
დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა იყოს:
✔ გამოუყენებელი
✔ პირვანდელ მდგომარეობაში
✔ ორიგინალ შეფუთვაში
✔ ყველა თანდართული ელემენტით
ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, კოსმეტიკური პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია, თუ:
– შეფუთვა გახსნილია და პროდუქტი გამოყენებულია
– დარღვეულია ჰიგიენური უსაფრთხოება
– პროდუქტს ეტყობა გამოყენების კვალი
(შეფუთვის მხოლოდ გახსნა არ ითვლება ავტომატურად გამოყენებად, თუმცა პროდუქტი უნდა იყოს სრულად ვარგისი მდგომარეობაში.)
✔ თანხის დაბრუნება
თანხა ბრუნდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ELGA YAKOV იტოვებს უფლებას თანხა დააბრუნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროდუქტი ფიზიკურად იქნება მიღებული და შემოწმებული.
თანხა ბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, რომელიც გამოყენებული იყო შეძენისას.
✔ დაბრუნების გამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება დააბრუნოს პროდუქტი, თუ:
✔ პროდუქტი დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით
✔ პროდუქტი მალფუჭებადია
✔ პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს
✔ პროდუქტი გამოყენებულია ან დაზიანებულია
✔ პროდუქტს არ ახლავს სრული კომპლექტაცია